Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფინანსური აღრიცხვის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ა.წ. 25 ოქტომბერს, გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს „ფინასური აღრიცხვა“ და „სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული ფინანსურ აღრიცხვაში“ პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. დამსწრე საზოგადოებას წიგნის შესახებ ესაუბრა და ავტორთა კოლექტივი წარუდგინა სახელმძღვანელოს რედაქტორმა, აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან საბაურმა.

 

 მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ:

ივანე ჟუჟუნაშვილი - (FCCA) პარტნიორი, აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების ხელმძღვანელი შპს ბიდიო აუდიტი;

ლავრენტი ჭუმბურიძე - ბაფ-ის(საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია) აღმასრულებელი დირექტორი;

ვახტანგ ცაბაძე -  „გრანთ თორნთონ“ საქართველოს მმართველი პარტნიორი;

მიშა აბაიაძე - აუდიტორული ფირმა Moore ABC-ის მმართველი პარტნიორი;

რევაზ ძაძამია - აუდიტორული ფირმა"კონსაუდ"-ის პარტნიორ-დირექტორი; აუდიტორი; პროფესიონალი ბუღალტერი;

გელა წიკლაური - სახელმწიფო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორი

 

სახელმძღვანელო „ფინანსური აღრიცხვა“ და „სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებული ფინანსურ აღრიცხვაში“ მომზადებულია საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული კურსისათვის „ფინანსური აღრიცხვა“. სახელმძღვანელოებში განხილულია 2022 წლის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების  (IFRS/IAS) ცვლილებების შესაბამისად შემდეგი საკითხები: ფულადი სახსრების აღრიცხვა; მოთხოვნების აღრიცხვა (მ.შ. გაუფასურების მოსალოდნელი ზარალის მოდელი); მარაგების აღრიცხვა (მ.შ. გაუფასურების მოდელები და კრიპტოვალუტის აღრიცხვა); ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების აღრიცხვა (მ.შ. კრიპტოვალუტის აღრიცხვა);  ვალდებულებების აღრიცხვა (ბასს 1, ფასს 9 და 37-ის შესაბამისად); კაპიტალის აღრიცხვა; შემოსავლების აღრიცხვა ფასს 15-ის შესაბამისად; ფულადი ნაკადების ანგარიშგება და განმარტებითი შენიშვნები.

 

სახელმძღვანელოში განხილული თეორიული საკითხები ილუსტრირებულია შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებით   (512 გვ), ხოლო სავარჯიშოები და ამოცანები ამოხსნებით წარმოდგენილია შესაბამის კრებულში (520 გვ.). სახელმძღვანელო და კრებული განკუთვნილია ბაკალავრებსა  და ამ საკითბხით დაინტერესებულ პირთათვის.

 

სახელმძღვანელოები მომზადებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზისა  და აუდიტის კათედრის მიერ პროფესორ ლევან საბაურის რედაქტორობით.

 

ავტორთა კოლექტივი:

პროფესორი ლევან საბაური

ასოცირებული პროფესორი ნადეჟდა კვატაშიძე

უფროსი მასწავლებელი ზეინაბ გოგრიჭიანი

უფროსი მასწავლებელი ანჟელი ხორავა

ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი

ასოცირებული პროფესორი მარიამ ვარდიაშვილი

ასოცირებული პროფესორი მარინა მაისურაძე

 

რეცენზენტი: საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის BDO საქართველო, მმართველი პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი.

 

პროფესორმა ლევან საბაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გამოცემის სპონსორებს, რომელთა შორის არიან: ბაფ (GFPAA); სს რუსთავის აზოტი; საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები: PwC , EY, BDO, Moore abc, Grant Thornton, Nomad Capitalist;  ქართული  აუდიტორული კომპანიები FMG, „ალექსანდრე“, „მრჩეველი“,  „ბაკაშვილი და კომპანია“.